16 ივლისს პარლამენტი სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშს მოუსმენს. ამის შესახებ განცხადება ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა.
ბაქრაძემ დღესვე კომიტეტების ხელმძღავნელებს და საორგანიზაციო ჯგუფს მიმართა თხოვნით, რომ 16 რიცხვისთვის ბევრი საკითხის ჩანიშვნა არ მოხდეს, რადგან 16 ივლისს სახალხო დამცველის მოსმანესთან ერთად ახალი საგადასახადო კოდექსის მეორედ მოსმენაც გაიმართება.
როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, პარლამენტის სხდომები 13, 16 და 21 ივლისს ჩატარდება და ამ პეროოდში მომზადებული ყველა კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება მოხდება.