დღეს, სააპელაციო სასამართლოში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული და დაცვის მხარე ცოტნე გამსახურდიას მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას მოითხოვს. ამასთან, დაცვის მხარის ინფორმაციით, სასამართლო პროცეს დღეს თავად ეჭვმიტანილიც დაესწრება.
რაც შეეხება თავდა გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბექაურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სასამართლომ მის სასარგებლოდ გარკვეული პუნქტები გადაწყვიტა იგი შიმშილების შეწყვეტაზე უარს აცხადებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია ბრალდებულია განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება. იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.