ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სსიპ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გორის ლაბორატორიის სპეცილისტები გივი ხითაროვი და ვასილ კახნიაშვილი, რომლებმაც ერთ-ერთი მენზინგასამართ სადურზე მეწარმეს ხელოვნურად დაურეგულირეს საწვავის გამშვები სვეტის მუშაობა.
შედეგად თითოეული მომხმარებელი რეალურად იღებდა გაცილებით ნაკლები ოდენობის საწვავს, ვიდრე ეს მაჩვენებლზე იყო ასახული. საფასურს კი ციფერბლატზე აღნიშნული თანხის მიხედვით იხდიდა.
ხითაროვი და კახნიაშვილი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა მათ მეწარმისაგან გაწეული სამსახურის სანაცვლოდ ქრთამი აიღეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითცვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.