საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" თავმჯდომარე, ეკა ბესელია მსჯავრდებული მერაბ წიკლაურის უფლებების დარღვევის ფაქტზე საუბრობს. მისი თქმით, გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ, მერაბ წიკლაურს, რომელიც ბესელიას თქმით, ინვალიდიდა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილემ და რეჟიმის უფროსმა სცემეს.
ბესელიას თქმით, პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" თავმჯდომარე პროკურატურას სთხოვს მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრას.
"მივმართავთ მთავარ პროკურორს გამოიძიოს წიკლაურის საქმე, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მსჯავრდებულის ცემაში მონაწილეობდა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.