რუსი ტურისტები მსოფლიოში ყველაზე მეტად ქურდობენ. ამავე დროს ისინი მსოფლიოში ყველაზე თავხედ და უზრდელ ტურისტებად მიიჩნევიან. ამ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი "ისრა.კომ"-ი ავრცელებს.
გამოცემა იუწყება, რომ ყოველი მეორე რუსი ტურისტი სასტუმროდან ან პანსიონატიდან რაიმე ნივთის მოპარვას ცდილობს.
საინტერსოა, რომ ქურდობის მანია არა მხოლოდ საშუალო ფენის წარმომადგენლებისთვის, არამედ მდიდარი რუსებისთვისაცაა დამახასიათებელი. რუსი ტურისტები ათას წვრილმანს, მათ შორის იაფასიან კოსმეტიკურ საშუალებებს, ფანქრებს, ბლოკნოტებს, პირსახოცებს, ხალათებს და ფენსაც კი იპარავენ.
აღმოჩნდა, რომ რუსი ტურისტები ყველაზე დიდი მატყუარები არიან. ისინი შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ, რათა სასტუმროს მფლობელებისგან რაიმე სახის საჩუქარი მიიღონ. უცხოეთში დამსვენებელი რუსი ტურისტების თითქმის მეათე წყვილი სასტუმროს ადმინსიტრაციას არწმუნებს, რომ ისინი ახალდაქორწინებულები არიან. სასტუმროს დიდი ნაწილის ადმინისტრაცია ხშირად ახალდაქორწინებულებს შამპანურით, ხილით და ტორტით ასაჩუქრებს.
საკმაოდ ხშირად ახალდაქორწინებულებად თავს ესპანელებიც ასაღებენ. თუმცა ისინი ქურდობისადმი მიდრეკილებით არ ხასიათდებიან.