ავლაბარში, წურწუმიას ქუჩაზე, "პოპულის" ქსელის მაღაზია დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, 2 დანით შეიარაღებული თავადმსხმელი მაღაზიაში მაშინ შეიჭრნენ, როცა იქ 3 თანამშრომელი იმყოფებოდა.
თავდამსხმელებმა ნავაჭრი თანხა გაიტაცეს და მიიმალნენ.
მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდმცავები "პოპულის" იმ თანამშრომლებს კითხავენ, რომლებიც ინციდენტის დროს მაღაზიაში იმყოფებოდნენ.