დღეს, 6 ივლისს, 11:00 საათზე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ქ. რუსთავის პროფესიული გადამზადების ცენტრში პრობაციონერებს შეხვდება, სადაც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით 3 პრობაციონერი გადის გადამზადების კურსს.
რუსთავის პროკურატურის დახმარებით გიორგი ჯოჯუამ, გიორგი ტაბატაძემ და უჩა ოდიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს გერმანიის არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტში "ცხოვრების შანსი~. ისინი კვალიფიკაციას გერმანიაში აიმაღლებენ, რაც საშუალებას მისცემს, მანქანის ძრავების დიაგნოსტიკაში კვალიფიციურ ოსტატებად ჩამოყალიბდნენ.
პრობაციონერები გიორგი ჯოჯუა, გიორგი ტაბატაძე და უჩა ოდიაშვილი, რომლებსაც დანაშაული არასრულწლოვნობის პერიოდში აქვთ ჩადენილი, წარმატების შემთხვევაში ქ. თბილისში, ამჟამად მშენებარე ავტოცენტრში დასაქმდებიან.