მოსკოვის სამხრეთ ნაწილში სოხუმის მცხოვრები მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"13:00 საათზე პისტოლეტიდან გასროლით მოკლული იქნა სოხუმში მცხოვრები ვიაჩესლავ კუდრიაშოვი. თვითმხილველთა თქმით, კუდრიაშოვი სამ უცნობ პიროვნებას მაღალ ტონში ესაუბრებოდა, რომლებიც გარეგნულად ჩრდილოკავკასიელებს ჰგავდნენ. საუბრის დროს ერთ-ერთმა მათგანმა მოულოდნელად ამოიღო პისტოლეტი და კუდრიაშოვს მუცელში ესროლა. თავად კუდრიაშოვი მიღებული ჭრილობისაგან ადგილზე გარდაიცვალა. უცნობი პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", _ იუწყება რუსული მედია და დასძენს, რომ გარდაცვლილს თან ჰქონდა, ცნობა გათავისუფლების შესახებ. როგორც ირკვევა იგი, ერთი კვირის წინ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სადაც სასჯელს ყაჩაღობისა და ძარცვის მუხლებით იხდიდა.