ზუგდიდში, მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 27 წლის კახაბერ გუგუჩიამ ერთი ფეხი დაკარგა. გუგუჩიას ჟანგბადის ბალონი მაშინ აუფეთქდა, როდესაც ეზოსი წყლის ჭაბურღილს თხრიდა.
გუგუჩია ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ფეხის ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.