მაშველებმა მტკვარში ნინო გვაზავას გვამი იპოვეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, 52 წლის ნინო გვაზავს ცხედარი მანქანაში იპოვეს, რომელიც ამ დროისთვის უკვე თბილისის მთავარ პროზექტურაშია გადასვენებული.
ინციდენტი 2 ივლისს მოხდა. გალაქტიონის ხიდზე ფორცვაგენის მარკის ავტომობილს, რომელსაც გიორგი ცაავა მართავდა სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა ბორდიულზე და მტკვარში გადავარდა.
მაშველებმა 61 წლის გიორგი ცაავას გადარჩენა მოახერხეს.