კანონდარღვევა დაფიქსირდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს 2 მოქალაქეს, ხაჩატურ ემიშიანსა და ია სანიკიძესა 4 კილოგრამი ოქრო და 31 კილოგრამი ვერცხლი საბაჟო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით შემოჰქონდათ. დაკავებულები სტამბული-თბილისის რეისით მგზავრობდნენ.
35 კილოგრამი ძვრიფასი ლითონის კონტრაბანდისათვის დაკავებულებს 6 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.