მაშველებმა რამდენიმე მტკვარში 2 ივლისს გადავარდნილი მანქანა იპოვეს, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება 52 წლის ნინო გვაზავას გვამის პოვნა.
ინციდენტი 2 ივლისს მოხდა. გალაქტიონის ხიდზე ფორცვაგენის მარკის ავტომობილს, რომელსაც გიორგი ცაავა მართავდა სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა ბორდიულზე და მტკვარში გადავარდა.
მაშველებმა 61 წლის გიორგი ცაავას გადარჩენა მოახერხეს. ნინო გვაზავას ცხედრის სამძებრო სამუშაოები კი ამ წუთებშიც გრძელდება.