თბილისის საგადასახადო ინსპექციაში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, 100 კვადრატული მეტრი ფართის ოთახი დაიწვა.
ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია, ამ წუთებში საგადასახადო ინსპექციაში სპეციალისტებს ელოდებიან, რომლებიც მიყენებული ზარალის ოდენობას დაადგენენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტროგაყვანილობაში შექმნილი პრობლემა გახდა. სავარაუდოდ, ცეცხლი კონდენციონერის სადენებს გაუჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ბაღდადის ქუჩაზე, თბილისის საგადასახადო ინსპექციის შენობაში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა, ცეცხლი შენობის მესამე სართულზე მდებარე მანსარდს მოედო.