ხვალ, 3 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციის თემაა "გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების უფლების დაცვა სამხრეთ კავკასიაში".
კონფერენცია იმართება არასამთავრობო ორგანიზაციების "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ინიციატივით.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ და სპეციალურ მოხსენებებს გააკეთებენ ევროკავშირის, ეუთოს, ევრაზიის ფონდის, ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის, საქართველოს სახალხო დამცველის, უზენაესი სასამართლოს, მედიის, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე ჟურნალისტთა დასწრება თავისუფალია.