შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციამ ქრთამის აღების ფაქტზე ლანჩხუთის პოლიციის დეტექტივ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი დავით გოგუაძე დააკავა. სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულმა სამოქმედო ტერიტორიაზე ინერტული მასალების უპრობლემოდ გადაზიდვაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოსძალა ფულადი თანხა 120 ლარის ოდენობით.
სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებული პოლიციელი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
მოქმედი კანონმდებლობით ქრთამის აღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-9 წლამდე.