ქობულეთში ქვეითად მოსიარულე 16 წლის გოგონას აავტომანქანა დაეჯახა.
ის ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, მოგვიანებით კი, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, გოგონას ქალა ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებული არ არის.
გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.