მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ლიდერის ეკა ბესელიას განაცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში შექმნილი შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები. ამის შესახებ ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სტრასბურგში ერთკვირიანი ვიზიტის შეფასების დროს განაცხადა.
"საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებულები ჩვენი ევროპელი კოლეგები იმ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე ადამიანის უფლების და პოლიტიკური რეპრესიების შესახებ, რომელიც თითქმის ყოველდღე ხდება", - აღნიშნა ბესელიამ.
მისივე ინფორმაციით, ევროსაბჭოს დელეგაცია, რომელიც საქართველოს ხვალ ეწვევა ქვეყანაში ადამიანის უფლების დარღვევის საკითხებსაც შეისწავლის.