აღმაშენებლის ხეივანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არვინ დაშავებულა. 
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხეივანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლებით 500-600 კვ. მეტრ ფართობზე ბალახს ცეცხლი მოეკიდა. 
ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე ორი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. 
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სიგარეტის ნამწვავით გაჩნდა.