სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა არ ნიშნავს სხვა სახელმწიფოსთვის მის გადაცემას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ბერაია მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მუსტაფა ჩაბუქის წარმომადგენელთა მოთხოვნა, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, სახელმწიფომ ყურადღებით და სამართლიანად განიხილა.
"გადაცემას მაღალი მტკიცებითი სტანდარტი აქვს და ცალკე პროცედურაა. რაც შეეხება მის ოჯახს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოჯახის წევრებზე თურქეთის მხრიდან არანაირი მოთხოვნა არ არსებობს და მათ ისედაც, უკვე აქვთ საქართველოში 2021 წლამდე ცხოვრების უფლება”, - განაცხადა ბერაიამ.