გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე, სოფელ შავშვებთან მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა მიკროავტობუსს, რომელსაც მგზავრები გადაყავდა.
შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მიკროავტობუსის 2 მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ფოტო - imedinews.ge