დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსნის, ნუგზარ ნაჭყებიას პროცესი გაიმართება.
საქმე ეხება 2006 წელს ნაჭყებიას წინააღმდეგ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაწყებულ გამოძიებას. კერძოდ, პროკურორ დავით კორძაიაზე ზეწოლას.
თუმცა, როგორც ნაჭყებია ამტკიცებს, მასზე ზეწოლას გამომძიებლები და შსს-ს მაღალჩინოსნები ახდენდნენ და გამოძიება მის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით დაიწყეს, რადგან შსს-ს მოთხოვნა არ შეასრულა და ბიძინა გიორგობიანის წინააღმდეგ აქტი არ დაწერა, რომელმაც ვანო მერაბიშვილი ოს სეპარატისტებთან ერთად ხე-ტყის უკანონო ბიზნესში ამხილა.
საქმე ოთხი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. ნუგზარ ნაჭყებია ამ დროისთვის არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების ქვეშ იმყოფება.