პროკურორები სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს ეცნობიან. ტრენინგები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ბათუმში სასტუმრო "შერატონში" ტარდება.
4 დღის განმავლობაში პროკურორები ტრენინგებს გაივლიან მენეჯმენტშიც, რომელშიც მთავარი პროკურატურის მაღალი რგოლის მენეჯერები მონაწილეობენ.
ტრეინინგის დროს ყურადღება გამახვილდება სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ისეთ ძირითად ნოვაციებზე, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, ახალი მტკიცებულებითი სტანდარტები, მოწმის სტატუსი და ა.შ. ასევე ტრეინინგის დროს განიხილება მენეჯმენტის თანამედროვე თეორიები, ლიდერობა, მენეჯმენტის ეფექტური სტილი და ა.შ. ამ თემებზე პროკურორებს ლექციებს მაღალკვალიფიციური ექსპერტები წაუკითხავენ.
ტრენინგის მონაწილეთათვის იმ ელექტრონული პროგრამების პრეზენტაცია გაიმართება, რომელთა დანერგვაც იუსტიციის სამინისტროში უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი 2010 წლის ოქტომბრისთვის უნდა შევიდეს ძალაში.