მარნეულის რაიონის სოფელ თამარისიდან დამწვრობის ცენტრში გამოყვანილი სამი წლის საბა ბეჟანიშვილის მდგომარეობა უმძიმესია. 
როგორც ექიმები აცხადებენ იგი რეანიმაციულ განყოფილებაში თერმული დამწვრობის დიაგნოზით მოათავსეს. 
3 წლის საბა ბეჟანიშვილს სხეულის 98% აქვს დამწვარი. 
წინასწარი ინფორმაციით, ბავშვმა დამწვრობა მას შემდეგ მიიღო, როცა მზეზე დადებული საწვავის ბოთლი აფეთქდა და საწვავი მთელ ტანზე გადაესხა.