ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას რვა წლის ბავშვი ემსხვერპლა. მას მსუბუქი ავტომანქანა თამარ მეფის გამზირზე დაეჯახა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარის გამო მცირე ხნით შეფერხდა ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ბათუმის შესასვლელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.