ბატონო დავით, მიხედეთ თქვენს ყაჩაღ თავს და ყაჩაღ შვილს, - ასე მიმართავს გაქცეული ბექა კირვალიძის დედა, ლია ბეჟაშვილი იუმორისტ დავით როსტომაშვილს.
კირვალიძის ოჯახის ინფორმაციით, მისი კვალი სამართალდამცველებმა მას შემდეგ დაკარგეს, რაც ის ერთ-ერთ ხევში ჩახტა.
„შეიძლება ჩემმა შვილმა სცემოს უსამართლობაზე ადამიანი, მაგრამ ბექა კირვალიძე ყაჩაღობას არ ჩაიდენს. ამას მთელი უბანი დაამტკიცებს და იქ არაფერი მომხდარა. თვითონ ყაჩაღია როსტომაშვილი. ბატონო დავით, მიხედეთ თქვენს ყაჩაღ თავს და ყაჩაღ შვილს, ჯობია ამ ბავშვებს თავი დაანებონ. დღეს მე შვილი არ ვიცი სად არის, როგორ არის და რა სჭირს, მე ვიცი, რომ გაქცეულია“, - განაცხადა ბექა კირვალიძის დედამ, ლია ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, 25 წლის ბექა კირვალიძეს გამოძიება მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ძიება ამჟამად ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს, ოჯახი კი მოითხოვს კვალიფიკაცია წვრილმანი ხულიგნობითშეიცვალოს, რადგან ყაჩაღობის დამდასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. კირვალიძის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მისი ადგილსამყოფელის დადგენასაც მოითხოვენ.