დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, რევაზ ფუტკარაძის განცხადებით, ბრალდებულის ჩხრეკის პროცესი კანონდარღვევით წარიმართა, და კანონდარღვევის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება უკანონოა.
მისი თქმით, მამა გიორგის ჩანთა რამდენიმე საათის განმავლობაში მეთვალყურეობის გარეშე იყო.
აღსანიშნავია, რომ რევაზ ფუტკარაძე ბარგის ჩხრეკის პროცესს უშუალოდ ესწრებოდა.
„სად იყო ამ დროის განმავლობაში ჩანთა, ვისთან იყო და ა.შ. ბევრი კითხვაა. თან დღეს, 21-ე საუკუნეში ჩანთის გახსნა და რაღაცის ჩადება დიდი პრობლემა არა არის. დალუქვას რაც შეეხება, აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. ამაზე დაცვის მხარე მუშაობს“,- განაცხადა ადვოკატმა.