"ცენტრპოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ კომპანია "ცენტრ-პოინტს" აქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება მოხდება. მან ასევე, სხდომების ათი დღის ინტერვალით ჩატარება ითხოვა, სანაცვლოდ კი მოსამართლეს სექტემბრის ბოლოს მოწმეთა სრულად დაკითხვას დაჰპირდა.
დაცვის მხარეს 500 მოწმე ჰყავს სიაში, თუმცა რჩეულიშვილმა ამ სიის განახევრების პირობა დადო. მისი თქმით, ეს შუამდგომლობა პასუხია პროკურორებისა და დაზარალებულების ბრადებების შესახებ, რომელიც საქმის გაჭიანურებას უკავშირდება.
პროკურორებმა დაცვის შუამდგომლობის განხილვისთვის დრო ითხოვეს. სახელმწიფო ბრალდების გადაწყვეტილება მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი.
დღეს, სასამართლოში დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ. ისინი აცხადებენ, რომ თავს დაზარალებულად არ ცნობენ და არანაირი პრეტენზია რჩეულიშვილებთან არ აქვთ.
საქმის პროკურორების განცხადებით, კი დაცვის მხარეს კონკრეტული ინვესტორებისა და დაზარალებულების დაკმაყოფილების გეგმასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ მიუმართავთ, ასეთ შემთხვევაში კი მათ დეტალურად გაწერილი დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ.