„ევროპული საქართველო“ შეჯერდა მხარი დაუჭიროს ქალბატონ ნაზი ჯანეზაშვილს რომელიც არის სამოქალაქო სექტორიდან არის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ოთო კახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აბსოლიტურ უმრავლესობას არავითარი ხედვა არ წარმოუდგენია, თუ რა პრობლომები არის მართლმსაჯულების სისტემაში.
„აბსოლიტურ უმრავლესობას არავითარი ხედვა არ წარმოუდგენია, თუ რა პრობლომები არის მართლმსაჯულების სისტემაში, როგორ უნდა დავძლიოთ გამოწვევები რომელიც გვაქვს, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლოს მიმართ უნდობლობა.
საპარლამენტო უმცირესობა „ევროპული საქართველო“ შეჯერდა მხარი დაუჭიროს ქალბატონ ნაზი ჯანეზაშვილს რომელიც არის სამოქალაქო სექტორიდან არის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი და მან წარმოადგინა საკუთარი ხედვა როგორ უნდა გაუმჯობესდეს გარკვეულ წილად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა. თუმცა ერთი ადამიანი ამისთვის საკმარისი არ იქნება", - განაცხადა კახიძემ.