ლისაბონის ხელშეკრულება რატიფიცირებულია. ევროკავშირის წარმომადგენელთა თანდასწრებით დოკუმენტს ხელი გუშინ, გვიან ღამით ჩეხეთის პრეზიდენტმა მოაწერა.
დღემდე ჩეხეთი ერთადერთ სახელმწიფოდ რჩებოდა, რომელიც ხელშეკრულების რატიფიცირებაზე უარს აცხადებდა. ამის მიზეზი ომის შემდგომი მოწყობის შესახებ ჩეხეთის კანონში ცვლილებების შეტანა გახდა, რასაც ლისაბონის ახალი ხელშეკრულება ითვალისწინებდა. ამ შემთხვევაში ჩეხეთს პრობლემები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნიდან გადასახლებული ეთნიკური გერმანელების შთამომავლებისგან შეექმნებოდა, რომლებიც სავარაუდოდ, სოლიდურ კომპენსაციას მოითხოვდნენ.
საბოლოოდ ევროკავშირმა კომპრომისზე წასვლა არჩია და ჩეხეთის პირობის შესრულებაზე თანხმობა განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ომის შემდგომი მოწყობის შესახებ კანონის შეცვლა აღარ მოუწევს.