ამ გარემოებას ჩვენ დიდი წუხილით ვაკვირდებით და დიდი მოლოდინი გვაქვს მთავრობის მხრიდან, რომ ეს შემთხვევა [აფგან მუხტარლის საქმე] ძალიან მალე იქნება გამოძიებული, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიის გზაზე აქვს პასუხისმგებლობა, რომ დაცული იქნას ადამიანის უფლებები და ეს შემთხვევა არ შეესაბამება ზუსტად ამ სტანდარტებს.
"უნდა გაირკვეს ის გარემოებები, თუ რატომ მოხდა ეს. საქართველოს დემოკრატიის გზაზე აქვს პასუხისმგებლობა, რომ დაცული იქნას ადამიანის უფლებები და ეს შემთხვევა არ შეესაბამება ზუსტად ამ სტანდარტებს. ჩვენი მთავრობა, ჩვენი საელჩო და სამოქალაქო საზოგადოება დიდი ინტერესით ვაკვირდებით ამ შემთხვევას და დიდი მოლოდინი გვაქვს საქართველოს მთავრობისგან, რომ ძალიან მალე იქნება გამოძიება ჩატარებული”, - აღნიშნა ელჩმა.
მა.