საქართველოს უშიშროების საბჭო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის შესაძლო გახსნის საკითხზე იმჯელებს.
უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც უახლოეს ორ დღეში გაიმართება, ოპოზიციაც დაესწრება.
საკითხის ინიციატორი "ქრისტიან-დემოკრატები" არიან. მათი თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში გამწვავებული ვითარების ფონზე ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა მიზანშეწონილი არ არის.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი არ გამორიცხავენ, რომ სომხეთთან კეთილნეზობლური ურთიერთობების გამო და იმისთვის, რომ ლარსის გახნა სომხეთის ინტერესებშიც შედის, შესაძლოა ლარსის პუნქტი გაიხსნას, თუმცა აქვე აცხადებენ, რომ რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებისთვის, მექანიზმები უნდა შემუშავდეს.