„ბირჟა მაფიას“ წევრის გიორგი ქებურიას ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი პროკურატურის მიერ რეპერების დაკავებაში მონაწილე პოლიციელების გამოკითხვის პროცესს ნდობას უცხადებს.
ჩიქოვანის განცხადებით, პოლიციელების გამოკითხვის დეტალები მათთვის უცნობია, თუმცა იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.
"ამ შემთხვევაში პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს ვუცხადებთ ნდობას და იმედს ვიტოვებთ, რომ ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებს პროკურატურა. რაც შეეხება პოლიციელების გამოკითხვას და მათი მხრიდან პროკურატურისთვის ინფორმაციის მიწოდებას, ჩვენთვის დეტალები უცნობია", - განაცხადა ჩიქოვანმა.