რუსული ენერგოკომპანია „ინტერ რაო“ საქართველოს მთავრობასთან სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავას იწყებს.
კომპანიას ელექტროენერგიის ტარიფის მომატება და ლარის გაუფასურებით მიყენებული დანაკლისის კომპენსირება სურს. „როიტერის“ ინფორმაციით, საუბარია 125 მილიონ დოლარზე.
კომპანიამ საქართველოში ორი ჰიდროელექტროსადგური 2011 წელს იყიდა, გარდა ამისა „ინტერ რაო“ 75,11%-იან წილს ფლობს ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანია „თელასში“.