ბრალდების მხარე თანახმაა, რომ "ბირჟა მაფიის" დაკავებულ წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოთ,- ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობის გამოძიებას გამოთქვამენ და ასევე არ არინ წარსულში ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას.
"ამ ეტაპზე მ. მ.-ს და გ. ქ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, რომელიც დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა. საქართველოს პროკურატურა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც უწყებამ დღეს გაავრცელა.