საქართველოს პროკურატურა „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის, ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაში წერია, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება მათი გამოკითხვა, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.
"საქართველოს პროკურატურა შეისწავლის ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება მათი გამოკითხვა, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, „ბირჟა მაფიას“ წევრებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.