კითხვის ნიშნებიც კი აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლებაზე დარტყმა სახელმწიფოს მხრიდან, პოლიციის მხრიდან, - ამის შესახებ მოძრაობა "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, პროკურორები კლიპის დეტალებზე უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებდნენ, ვიდრე სავარაუდო ნარკოტიკულ დანაშაულზე.
„კითხვის ნიშნებიც კი აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლებაზე დარტყმა სახელმწიფოს მხრიდან, პოლიციის მხრიდან, უშუალო ანგარიშსწორება ადამიანებზე, რომლებმაც გაბედეს და საკუთარი გამოხატვის ფორმებით აჩვენეს, ფაქტობრივად, სისტემის ნამდვილი სახე“, - განაცხადა ბექა შენგელიამ.
გიორგი ქებურიას დედის, ლელა რეხვიაშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა დაკავების დროს დაკავების ნორმები დაარღვიეს. მისი თქმით, არც თავი წარუდგენიათ და შემდეგ ადვოკატთან დაკავშირების ნებაც არ მისცეს. მან აღნიშნა, რომ დაკავების ოქმზე ხელი დოკუმენტის გაცნობის გარეშე მოაწერინეს.