სახელმწიფო უწყებები აქტიურად არიან ჩართული ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაში, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამერიკაში ხელის ჩამორთმევის გამო, როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, არავის არ დააკავებდნენ.
„ქართული მხარე აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს მოქალაქეებს, ყველა შემთხვევაში და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით. ისინი ძალიან კარგი სპორტსმენები არიან, რომ მათ ჰყავდეთ ადვოკატი და მათი მხარდაჭერა და ხელშეწყობა იყოს მაქსიმალური. ამერიკულ მართლმსაჯულებაში ეჭვს ნუ შევიტანთ, ამის საფუძველი არ გვაქვს. მთავარია, რომ ეს სიტუაცია გაირკვეს. ვფიქრობ, ამერიკაში ხელის ჩამორთმევის გამო, როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, არავის არ დააკავებდნენ. თუ გაუგებრობა არის მომხდარი, აუცილებლად გაირკვევა უახლოეს პერიოდში. სახელმწიფო უწყებები, საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველ რიგში, აქტიურად არის ჩართული, ამ ხალხის მხარდაჭერაში“, - განაცხადა ჯეჯელავამ.