ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, - ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებას.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ კანონი დავარღვიე, მაგრამ რაღაც სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, არასერიოზულია.
„ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, მე პირადად ასე ვფიქრობ, თუმცა ამისთვის მათ პასუხს ვერ აგებინებდნენ. საუბარი იმაზე, რომ კანონი დავარღვიე, მაგრამ რაღაც სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, არასერიოზულია“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, „ბირჟა მაფიას“ წევრებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.