ყველას მოვუწოდებთ, რომ ცოტა მეტი პატივისცემა გამოიჩინონ იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას იცავს, - ვიცე-პრემიერმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანელმა დეპუტატმა რომელზე დაყრდნობითაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, თავად უარყო და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მას არ ეკუთვნის. მისივე თქმით, დეპუტატის განცხადების გაყალბებასთან გვაქვს საქმე.
მინისტრი გამორიცხავს საქართველოს რომელიმე უწყების მონაწილეობას რაიმე ფორმით მუხთარლის საქმეში.
"აზერბაიჯანელმა დეპუტატმა რომელზე დაყრდნობითაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, თავად უარყო და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მას არ ეკუთვნის. დეპუტატის განცხადების გაყალბებასთან გვაქვს საქმე, მან გააკეთა განმარტებითი განცხადება. მანამდეც და ამ განცხადების შემდეგაც, ჩვენ უარვყოფთ ყოველგვარ მონაწილეობას საქართველოს სამართლებრივი სისტემის და ყველას მოვუწოდებთ, რომ ცოტა მეტი პატივისცემა გამოიჩინონ იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას იცავს”, - განაცხადა მინისტრმა.