ნონა ჯოჯუამ და დემურ სტურუას ძმამ ფული აიღეს და სწორედ ამიტომ გაამართლეს დემურის მკვლელი დღეს სასამართლოზე, - ამის შესახებ გარდაცვლილი დემურ სტურუას ბიცოლამ, დარიკო ჯაშმა განაცხადა.
მისი თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავს.
"ნონა ჯოჯუამ და დემურ სტურუას ძმამ ფული აიღეს და სწორედ ამიტომ გაამართლეს დემურის მკვლელი დღეს სასამართლოზე. ალბათ,მიცვალებული გადატრიალდებოდა კუბოში ეს ამბავი რომ მოხდა. არავის ვაპატიებ ამას და აუცილებლად, თუკი საჭირო იქნება, სტრასბურგში გავასაჩივრებ", -განცახდა დარიკო ჯაშმა.
ცნობისთვის, პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც ბრალად დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებოდა, დღეს სასამართლომ გაამართლა.
მოგვიანებით, დემურ სტურუას დედამ განაცხადა, რომ ბრალდებული პოლიციელის გოდერძი თევზაძის გამართლებით, სამართალმა იზეიმა.