საქალაქო სასამართლომ „ბირჟა მაფიას“ კიდევ ერთ წევრს, გიორგი ქებურიას (Kay G) აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქებურიამ ბრალი აღიარა, თუმცა როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ამ დროისთვის გიორგი ქებურია ბრალს არ აღიარებს. მეტიც, მისი განცხადებით, მათ აღიარებით ჩვენებაზე ხელი დაშინებით მოაწერინეს.
შეგახსენებთ, „ბირჟა მაფიას“ კიდევ ერთ წევრს მიშკა მგალობლიშვილს (Young mic) დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად ასევე პატიმრობა შეუფართა. ბრალდების მხარის განცხადებით, "უკონტროლო საზღვრები გვაქვს და შეიძლება, ქვეყნიდან გაიქცეს". დაცვის მხარე კი, 50 000-იანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ორივე საქმის არსებითი განხილვა 27 ივნისს გაიმართება.
ცნობისთვის, შსს რეპერებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.