საქართველოს რესპუბლიკური პარტია საგანგაშოდ მიიჩნევს „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების ფაქტს, - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაში წერია, დღეს, სამართლადცამცავი ორგანოები კვლავ აგრძელებენ ძალადობასა და ღირსების შემლახავ მოპყრობას.
"დღეს სასამართლო განხილვის ეტაპზე გამოვლინდა, რომ სამართლადცამცავი ორგანოები კვლავ აგრძელებენ ძალადობასა და ღირსების შემლახავ მოპყრობას. ტრაგიკული რეალობაა ის, რომ სამართალდამცავ სისტემაში არსებული დანაშაულებრივი პრაქტიკა - ნარკოტიკული საშუალებების „ჩადება“, გრძელდება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ აღიარებს არც ერთი პრობლემის არა თუ სიმწვავეს, არამედ არსებობასაც კი.
უმნიშვნელოვანესია, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, მიშკა მგალობლიშვილის დაკავების პროცესში, იმ სამართალდამცველების მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, რომლებზეც დაკავებული პირი საუბრობდა სასამართლო განხილვის დროს.
ასევე, უმოკლეს ვადებში დაიწყოს მუშაობა არსებული კანონმდებლობის და პრაქტიკის შეცვლის, ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. ამ რეფორმის განხორციელების გარეშე, საქართველო ვერ დააღწევს თავს სახელისუფლებო თუ უწყებრივ შანტაჟსა და მანიპულაციებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, “ბირჟა მაფიას” რეპერს, მიშკა მგალობლიშვილს (Young Mic) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.