პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც ბრალად დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებოდა, დღეს სასამართლომ გაამართლა, - ამის შესახებ მისი ადვოკატი, ლედი ტუკვაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
ცნობისთვის, 22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, ეს პოლიციელ დემურ თევზაძის ზეწოლის გამო გააკეთა.
მთავარმა პროკურატურამ დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
სასამართლომ გოდერძი თევზაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. პოლიციელი მიმალვაში იმყოფებოდა და პროკურატურას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. პოლიციელი პროკურატურას 13 სექტემბერს ჩაბარდა.