დაკავების დროს, პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, რა გემღერებოდა, ახლა ვნახოთ, კიდევ თუ იმღერებო, - ამის შესახებ
Birja Mafia-ს წევრმა, გიორგი ქებურიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ის კლიპში პოლიციელისთვის ძაღლის ყელსაბამით გადაღების გამო დააკავეს.
"იყო ზეწოლაც, მეუბნებოდნენ რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა თუ ვაღიარებდი, რადგან გამოვიდოდი ჯარიმის სანაცვლოდ. ეს ყველაფერი მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ გადავიღეთ კლიპი, რომელშიც არის კადრები, პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მსახიობის, რომელიც არის დაჩოქილი და უკეთია ძაღლის ყელსაბამი," - განაცხადა Birja Mafia-ს წევრმა, გიორგი ქებურიამ.
მისივე თქმით, მას დაკავებისას არ გააცნეს თუ რისი უფლება ჰქონდა, ბორკილები ბრალის წარდგენის გარეშე დაადეს და ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.
ცნობისთვის, “ბირჟა მაფიას” რეპერს, მიშკა მგალობლიშვილს (Young Mic) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.