მუხტარლის დაკავება ქართულ-აზერბაიჯანული სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრმა, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელმა, ელმან ნასიროვმა რადიო "თავისუფლების" აზერბაიჯანულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
პარლამენტარის თქმით, ის პოლიტიკური ქსელი საქართველოში, რომლის ნაწილიც მუხტარლია, ახორციელებს მავნებლურ ქმედებებს აზერბაიჯანში და ბუნებრივია, ისინი შეეწინააღმდეგებოდნენ მის დაპატიმრებას აზერბაიჯანში და დაიცავდნენ მას. მისივე განცხადებით, ამ თვალსაზრისით, ეს ერთობლივი ნაბიჯი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის იყო სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი.
"ინციდენტის ანალიზი აჩვენებს, რომ აფგან მუხტარლი მხოლოდ დიდი ქსელის ერთი წევრია. დიდმა პოლიტიკურმა ძალებმა აფგან მუხტარლის მსგავსი პირები შემოიკრიბეს საქართველოში. მხოლოდ აფგანი რომ ყოფილიყო პრობლემა, რა თქმა უნდა, მისი დაპატიმრების საჭიროება არ იქნებოდა. ის პოლიტიკური ქსელი საქართველოში, რომლის ნაწილიც მუხტარლია, ახორციელებს მავნებლურ ქმედებებს აზერბაიჯანში და ბუნებრივია, ისინი შეეწინააღმდეგებოდნენ მის დაპატიმრებას აზერბაიჯანში და დაიცავდნენ მას. ამ თვალსაზრისით, ეს ერთობლივი ნაბიჯი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის იყო სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი.
აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს პროფესიონალურად და შეძლეს მუხტარლის აზერბაიჯანში ჩამოყვანა რაიმე პრობლემისა და დაპირისპირების გარეშე. მათ კრიმინალი ჩამოიყვანეს აზერბაიჯანში, რაც აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაციაა", - აღნიშნა დეპუტატმა.