აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
თავად ჟურნალისტი კი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მისი გატაცების ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები გაასაჯაროოს.
ადვოკატის თქმით, თუ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ, დღეს მიღებული გადაწყვეტილების პასუხი დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ზემდგომ პროკურორთან, შემდეგ კი, უკვე სასამართლოში გაასაჩივრებს.