საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია“ ხვალ აქციას გამართავს.
არსებული ინფორმაციით, მათი პროტესტის მიზეზი სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციული ქმედებებია.
როგორც ასოციაციის დირექტორმა, გიორგი ბერაიამ განაცხადა, განათლების სამინისტრო სახელმწიფო კოლეჯებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს მთლიანად უფინანსებს, ხოლო კერძო კოლეჯებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდაზე უარს აცხადებს.
მისივე თქმით,დაფინანსების ამგვარი სისტემის გამო, კერძო პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტთა კონტიგენტი ფაქტობრივად არ მიდის და კერძო კოლეჯები, იმავე პროფილის სახელმწიფო სასწავლებლებს კონკურენციას ვერ უწევენ, რის გამოც სტუდენტების გარეშე რჩებიან.