ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ რაჟდენ შულაიას დაჯგუფების წევრებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო ნიკოლოზ ჯიქიასა და ბაკაი მარატ-უულუს შეკვეთილი მკვლელობის, ძალადობრივი დანაშაულის მიზნით იარაღის ტარებისა და დამნაშავეთათვის იარაღის მიყიდვის მუხლებით აქვთ ბრალი წარდგენილი, რაც სასჯელის სახით სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, „რიკოს“ (კანონი რეკეტის გზით მოპოვებული კაპიტალის ინვესტირების შესახებ) შეთქმულება - ბრალდებულნი არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ ყანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე. მაქსიმალური სასჯელი – 20-წლიანი პატიმრობა, 3 წლის ვადით ზედამხედველობით გათავისუფლება, ჯარიმა 250 000 დოლარის ოდენობით ან ფინანსური სარგებლის ორმაგი ოდენობა;
შეთქმულება მოპარული საქონლის ტრანსპორტირებისა და გაყიდვის საქმეში - ბრალდებულნი არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კ(ყ)ანადაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი – 5 წლიანი პატიმრობა, 3 წლის ვადით ზედამხედველობით გათავისუფლება, ჯარიმა 250 000 დოლარის ოდენობით ან ფინანსური სარგებლის ორმაგი ოდენობა;
შეთქმულება კონტრაბანდული სიგარეტის ტრანსპორტირებისა და გაყიდვის საქმეში - ბრალდებულნი არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ ყანადაშვილი – 5 წლიანი პატიმრობა, 3 წლის ვადით ზედამხედველობით გათავისუფლება, ჯარიმა 250 000 დოლარის ოდენობით ან ფინანსური სარგებლის ორმაგი ოდენობა;
შეთქმულება პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაყალბების საქმეში - ბრალდებულნი არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე. 15-წლიანი პატიმრობა, 3 წლის ვადით ზედამხედველობით გათავისუფლება, ჯარიმა 250 000 დოლარის ოდენობით ან ფინანსური სარგებლის ორმაგი ოდენობა;
შეთქმულება თაღლითობის საქმეში - ბრალდებულნი არიან: რაჟდენ შულაია, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე. 20-წლიანი პატიმრობა, 3 წლის ვადით ზედამხედველობით გათავისუფლება, ჯარიმა 250 000 დოლარის ოდენობით ან ფინანსური სარგებლის ორმაგი ოდენობა;
შეთქმულება ნარკოტიკების საქმეში – გიორგი ლომიშვილი – 40-წლიანი პატიმრობა, 5-წლიანი სავალდებულო პატიმრობა, სავალდებულო 4 წლის ვადით ზედამხედველობით გათავისუფლება, 5 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ან ოდენობით ან ფინანსური სარგებლის ორმაგი ოდენობა;
ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიზნით – ნიკოლოზ ჯიქია, ბაკაი მარატ-უულუ. სამუდამო პატიმრობა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის სულ 33 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის 15 ქართველია.