დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 დაწესებულებაში ადვოკატები დღეს, 14:00 საათზე მოინახულებენ.
შეხვედრის მიზეზი ხვალინდელი სასამართლო სხდომაა, რომელზეც მხარეებმა შესავალი სიტყვა უნდა წარმოსთქვან.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს საკუთარ ადვოკატებთან ერთად სახაზინო ადვოკატიც შეხვდება.
"დეკანოზთან პოზიციების შეთანხმება გვსურს, ვემზადებით მნიშვნელოვანი პროცესისთვის, რომელზეც ჩვენი მოსაზრებები უნდა წარმოვთქვათ. ხვალინდელ პროცესს დაესწრება თავად დეკანოზი გიორგი მამალაძეც", - განაცხადა ჟურნალისტებთან ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.