დავით ხეჩუაშვილზე ვერ გეტყვით, სად არის, მაგრამ არიან სხვა მონაწილეები, რომლებიც ვიცი სად არიან, ამას ვეტყვი გამოძიებას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ, თბილისის პროკურატურაში შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის პროკურატურაში მისი ინიციატივით მივიდა.
"ჩემი ინიციატივით მოვედი პროკურატურაში, რადგან ამ თვის ბოლოს გამოძიების ვადა სრულდება. მაინტერესებს, რა ეტაპზეა გამოძიება. რამდენიმე მიმართულებით მაქვს ჩემი გამოძიების შედეგები. თუ დამხვდა იგივე სიტუაცია, რაც წინა შეხვედრაზე, მივაწვდი ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას და დარჩენილ 2-3 კვირაში თუ ექნებათ სურვილი, გადაამოწმებენ ამ ინფორმაციას. დავით ხეჩუაშვილზე ვერ გეტყვით, სად არის, მაგრამ არიან სხვა მონაწილეები, რომლებიც ვიცი სად არიან, ამას ვეტყვი გამოძიებას", - განაცხადა გივი თარგამაძემ.